TaoNews.Ge

მოსკოვმა ჩეხეთის საპასუხოდ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 24 საათიანი ვადა განუსაზღვრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. განცხადება გავრცელდა ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშიც.

არსებული ინფორმაციით ირანის საგარეო საქმეთა მინსიტრი რუსეთში გუშინ ჩავიდა. მოსკოვში ირანელ მინისტრსა და მის თანმხლებ დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ასევე, რუსეთის ფედერაციაში ირანის დიპლომატიური მისიის ელჩი და თანამშრომლები შეხვდნენ.

როგორც რუსული გამოცემა tass წერს, დღეს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სერგეი ლავროვს შეხვდება.

„ლავროვთან ჩვენი განხილვის ერთ-ერთი თემა არის jcpoa [სამოქმედო ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა] “, – უთხრა ირანელ ჟურნალისტებს ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჩასვლისას.
ცნობისთვის, სამშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ  ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავა ლავროვის მიწვევით, რათა განიხილოს რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა და დასავლეთი ირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ე.წ. კამიკაძე დრონების მიწოდებაში, რასაც თეირანი და მოსკოვი უარყოფენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!