TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს – ქვეყანას აკლია წარმატების ბევრი მაგალითი

რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია ეს არის  წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა არის კარგი სასტარტო პირობა და სტუდენტებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებულები.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ, გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლას. ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, კარგი სასტარტო პირობები. როდესაც მე ვსწავლობდი საფრანგეთში, იქ არაერთი კარგი კამპუსი მაქვს ნანახი და გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე რაც მინახავს ევროპაში. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია ეს არის  წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება, დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!