TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი – სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა

ირაკლი ღარიბაშვილი – სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 15-17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ასევე აღნიშნა, პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. რომ საქართველოს მიმართ მის მხარდაჭერას აფასებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას, მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას, რათა ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!