TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

ღარიბაშვილის განცხადებით, პატრიარქთან ერთად იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – ნათქვამია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!