TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს.

ირაკლი ღარიბაშვილი – მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში პრიზის გადაცემა იგივეა, რომ ბრეივიკი დააჯილდოონ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა.

როგორ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სააკაშვილისთვის ნორვეგიაში გადაცემული ჯილდოს საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, სააკაშვილი მკვლელი რეჟიმის შემქმნელია.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის აღნიშნული პრიზის გადაცემა იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ნორვეგიაში, არაერთი ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ბრეივიკი დააჯილდოოს.

„საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა. „ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და „ოცნებაში“, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!