TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი – ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და მიუღებელი

ირაკლი ღარიბაშვილი – ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და მიუღებელი

ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც არის მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ინტერესებს. როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას აღვუთქვი სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – ბრძანა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!