TaoNews.Ge

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს არის პარლამენტში შემოსვლა, არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს არის პარლამენტში შემოსვლა, არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით

„იმ მონახაზში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის არაერთი პუნქტი. ამ შეთანხმებაში ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ოპოზიცია არის მათი შემოსვლა პარლამენტში . არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას. თან, როგორ პარტიებს, პარტიებს, რომლებიც საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან. „ნაცმოძრაობა“ თვითონ იყო რეჟიმის სათავეში, „ევროპული საქართველო“ მისი განშტოებაა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მისი განშტოება, „გირჩი“ არის მისი განშტოება და ა.შ. ეს ყველა არის ერთი პარტიის განშტოება, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს“, – განაცხადა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ .

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!