TaoNews.Ge

ინტერპოლმა 21 წლის ქართველ ბიჭზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ ყვითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა უგზო-უკვლოდ დაკარგულ 21 წლის ქართველ მამაკაცზე.

გოგი დოლიძე გაურკეელ ვითარებაში 17 წლის ასაკში გაუჩინარდა. იმ დროიდან მას ქართველი სამართალდამცველები ეძებენ. ცნობილი ხდება, რომ ქართველი ახალგაზრდის ძიებაში უკვე ინტერპოლიც ჩაერთო. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ბიუროს საიტზე განთავსდა.

გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს დილის 9 საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში და გაუჩინარდა.

პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, 3 საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა.

წყარო: რუსთავი 2

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!