TaoNews.Ge

ილონ მასკი ტეხასში ახალი ქალაქის აშენებას აპირებს

ილონ მასკი ტეხასში ახალი ქალაქის აშენებას აპირებს

ამერიკელი მეწარმე, კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ტეხასის შტატში ახალი ქალაქის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მოგვიანებით ამ საკითხს გამოეხმაურა უცხური მედია.

როგროც Businessinsider-ი წერს, ახალი ქალაქი სოფელ ბოკა-ჩიკაზე დიდი იქნება. ეს ის ადგილია, სადაც SpaceX-ის კოსმოდრომი მდებარეობს. გამოცემასთან ოლქის მოსამართლემ ილონ მასკის გეგმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

 

ქალაქს ილონ მასკი სტარბეისს დაარქმევს, სადაც ადამიანები ძაღლებს კარგად მოექცევიან.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააფრთხილება გასცა იმის შესახებ, რომ მასკს ოფიციალური მოთხოვნის გაკეთება დასჭირდებოდა, სანამ გაერთიანების პროცესი დაიწყებოდა.

 

„თუ SpaceX და ილონ მასკი ისურვებენ ამ გზას დაადგნენ, მათ უნდა დაიცვან ყველა წესდება. კამერონის ოლქი განიხილავს ნებისმიერ შუამდგომლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,” – თქვა კამერონის ოლქის მოსამართლემ.

 

ცნობილია, რომ 2020 წელს მასკი საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!