TaoNews.Ge

იზა კვარაცხელია – „ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე“

ფეისბუქში ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა კვარაცხელიას, ნათქვამი გავრცელდა:

,„მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინაც ნიკოს მკვლელი გაზარდა…”

თბილისში ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია მოკლეს. მკვლელობა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, კვარაცხელიას ნაქირავებ სახლთან მოხდა. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!