TaoNews.Ge

იენს სტოლტენბერგი – ჩვენი შეშფოთების საგანია, როცა  ვხედავთ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას – გვსურს, ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად

იენს სტოლტენბერგი – ჩვენი შეშფოთების საგანია, როცა ვხედავთ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას – გვსურს, ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად

ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ვხედავთ მოვლენების ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ალიანსის წევრისთვის და ეს არის მიზეზი, რატომაც მივესალმებით ჩვენ ამ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ნატო-ს წევრებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის მიერ გაწეულ ამ ძალისხმევას. ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწდეს მშვიდობიანად და საქართველომ გააგრძელოს რეფორმების შესრულება და ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციას. ჩვენ ამაზე შეხვედრისას ვისაუბრებთ და ალბათ ამ საკითხს ალიანსის წევრებიც დააყენებენ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!