TaoNews.Ge

იანვარში, საქართველოში ტურიზმი 93.6%-ით შემცირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს
დაახლოებით 33 765 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2020 წლის
იანვართან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი
თურქეთიდან განხორციელდა, უფრო კონკრეტულად საუბარია 14 500
ვიზიტორზე. შემდეგ მოდის სომხეთი 3 875 ვიზიტორით, აზერბაიჯანი 3
138 ვიზიტორი, ხოლო რუსეთიდან 2021 წლის იანვარში 1 916
ვიზიტორი შემოვიდა.
გარდა ამისა, იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი წითელი ხიდის
სარფისა და ყაზბეგის საზღვრიდან შემოვიდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში ვიზიტორების 90% კაცია, რაც
სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში
ვიზიტორები ლოჯისტიკური საქმიანობების განხორციელების გამო
შემოვიდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!