TaoNews.Ge

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია!

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 1-ელ აგვისტოს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130)  ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა –  მეტოქე ჩობჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა.

ნახევარფინალში გასასვლელად ქაჯაიამ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემიონოვი დაამარცხა. მეტოქემ ჩობჯენიდან უპირატესობა ვერ მოიპოვა, ქართველმა სპორტსმენმა კი ეს კომპონენტი კარგად  გამოიყენა – 3:1.

იაკობმა ფინალში ასპარეზობის მოსაპოვებლად ჩილეს სახელით მოასპარეზე იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს გაიმართება. ქაჯაიას მეტოქე ლეგენდარული 38 წლის კუბელი ლოპეს მუნიესი იქნება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!