TaoNews.Ge

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია!

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 1-ელ აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა (130 კგ) იაკობ ქაჯაიამ ფინალის საგზური მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი დღეს, 2 აგვისტოს დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში ქაჯაიას მეტოქე 38 წლის ლეგენდარული კუბელი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მიაინ ლოპეს ნუნიესი იყო. შეხვედრა თავდაპირველად თანაბარი იყო, თუმცა კუბელმა ჩოქბჯენი გამოიყენა და 3:0 დაწინაურდა. დროთა განმავლობაში იაკობის მეტოქის უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა – 5:0 და ქაჯაიამ ვერცხლის მედალი, ნუნიესმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, რაც უნიკალური მიღწევაა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!