TaoNews.Ge

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

იაგო ხვიჩია – რასაც ახლა ვუყურებთ, არის მიტინგის დაშლისა და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობის კლასიკა

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართულ დღევანდელ აქციას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

„რასაც ახლა ვუყურებთ, არის მიტინგის დაშლისა და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობის კლასიკა“, – წერს იაგო ხვიჩია.

პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. დღევანდელი აქციის დასრულებამდე, მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთანაც გადაინაცვლეს, შემდეგ კი კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ცოტა ხნის წინ კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც როგორც ამბობენ, მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გეგმებს პერიოდულად გააცნობენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!