TaoNews.Ge

„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ზედმიწევნით დაიცავენ რეკომენდაციებს და „არ გალაღდებიან“, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს.

„გარკვეული პარამეტრების მიხედვით ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ. თუ ისე დავიცავთ ყველაფერს და ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ 2 კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს”

ამასთან, გამყრელიძემ კორონავირუსის შტამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვირუსის თითქმის 90% ბრიტანულია.

“გუშინ, ჩვენ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, ერთი დღის განმავლობაში. ვაქცინაციის ციფრი 4689 იყო, რომელიც პროგრესულია და კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ყველანაირი პროგნოზით ქვეყანაში პრევალირებს ბრიტანული შტამი, თითქმის 90%-ით ბრიტანული შტამი გვაქვს“, – აღნიშნა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე”-ამბობს გამყრელიძე

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!