TaoNews.Ge

თუ ამბოხი გაგრძელდება, კანონიკურად გაგრძელდება ჩემი რეაქცია – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, თუ ეპარქიაში ამბოხი გაგრძელდება, ისიც გააგრძელებს “კანონიკურ ქმედებებს”. მეუფეს თქმით, საეკლესიო სამართლიდან არავითარი გადახვევა არ ყოფილა და მაქსიმალურად თავშეკავებულად იქცევიან.

“მე კანონიკურად ვაპირებ მოქმედებას, რაც არის საეკლესიო სამართლის ფარგლებში. თუ იქნება ამბოხის გაგრძელება, თუ იქნება არ შეშვება ჩვენ კანონიკურ ტერიტორიაზე, თუ იქნება არ შეშვება ეკლესიებში და ა.შ კანონიკურად გაგრძელდება ჩემი რეაქცია, როგორც ეკუთვნის ყველა იმ საკითხს”, – თქვა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანემ მედია მოვლენების არასწორ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დაპირისპირება სასულიერო პირების ნაწილისგან პატრიარქის ლოცვაში არ მოხსენიებას მოჰყვა, რაც მისი განმარტებით, საეკლესიო კანონის დარღვევაა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!