TaoNews.Ge

თურქული ოკუპაცია ბულგარეთში

თურქული ოკუპაცია ბულგარეთში

თურქები დიდი სიამოვნებით აწამებენ ბავშვებს, თურმე რამდენჯერმე დედის საშოდანაც კი ხანჯლით ამოუკვეთიათ ჩვილი, რამდენჯერმე ძუძუთა ბავშვები დედების თვალწინ ჰაერში აუგდიათ და ხიშტებზე წამოუგიათ. დედის თვალწინ ამის გაკეთება მათთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. ყველაზე მეტად ერთმა ამბავმა დამაინტერესა. წარმოიდგინე ასეთი სურათი: ჩვილბავშვატატებული, შიშისაგან აკანკალებული დედა, მის გარშემო თურქები დგანან. თურქებს გართობა მოუნდათ, ისინი ეფერებიან ბალღს, იცინიან, ბავშვის გაცინებაც უნდათ, ბავშვიც იცინის. ამ დროს რომელიღაც თურქი ბავშვს შუბლზე პისტოლეტს მიაბჯენს, ბავშვი კისკისებს, იგი ხელებს იწვდის პისტოლეტისაკენ… უცებ არტისტი თითს გამოჰკრავს ჩახმახს და ბავშვს ტვინს გადმოანთხევინებს… ძალიან მხატვრულია, არა? ისე, იმასაც ამბობენ, თურქებს ტკბილეულობა ძალიან უყვართო.
ფიოდორ დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები
PS. დოსტოევსკი აღწერს ბულგარეთში თურქულ ოკუპაციას

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!