TaoNews.Ge

“თურქი მამაკაცები აღმერთებენ ქალებს, ქართველი ბიჭები გოგოს იმდენად პატივს არ სცემენ. ელემენტარულად, ქართველ ბიჭებს “უტყდებათ” თავიანთ გოგოს უთხრან კომპლიმენტი” – ნუცა ბუზალაძე

“თურქი მამაკაცები აღმერთებენ ქალებს, ქართველი ბიჭები გოგოს იმდენად პატივს არ სცემენ. ელემენტარულად, ქართველ ბიჭებს “უტყდებათ” თავიანთ გოგოს უთხრან კომპლიმენტი” – ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ჟურნალ “სარკეს” თურქეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

“მომწონს თურქი ხალხი. განსაკუთრებული თვისებები აქვთ. იცით რატომ შემიყვარდა ეს ხალხი? როცა სტამბოლში პირველად ჩავედი, ყველამ თავისიანად მიმიღო.

ამ ქალაქმა თავისუფლება მომცა.

თურქეთში ადამიანებმა იციან, როგორ უნდა იცხოვრონ.

შრომისმოყვარეები არიან, მუშაობის შემდეგ კარგად ერთობიან“, – აცხადებს მომღერალი.

ქართველი მომღერლის თქმით, თურქ კაცებს ქალის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

ოო, თურქი მამაკაცები აღმერთებენ ქალებს. მათი ეს თვისებაც ძალიან მომწონს. ჩემს შემთხვევაშიც იყო ასეთი რაღაც, რომ თავი არ დამანებეს.

ჩემთვის საჩუქრები აქვთ ნაყიდი და ამის ამსახველ სურათებს მიგზავნიან.

ამ ადამიანებს არ ვიცნობ, მაგრამ მწერენ რომ ჩემზე გიჟდებიან. ზოგს სტატუსები უწერია ჩემზე, ზოგს ჩემი ფან-გვერდები აქვს გაკეთებული. როცა სრულიად უცხოს უყვარდები, საოცარია.

ქართველი ბიჭები გოგოს იმდენად პატივს არ სცემენ. ელემენტარულად, ქართველ ბიჭებს “უტყდებათ” თავიანთ გოგოს უთხრან კომპლიმენტი. უმრავლესობა “მარიაჟია”…

თურქი ბიჭების ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ ყველა ვარჯიშობს.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება. კარგად იცვამენ, თავს უვლიან, კარგი სხეული აქვთ”, – აცხადებს ნუცა “სარკესთან” საუბარში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!