TaoNews.Ge

 შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა

„თურქი გულშემატკივრები ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით უტევენ“ – შენგელია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თურქეთთან მატჩში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, თურქულმა მედიამ მომხდარის სურათი განსხვავებულად წარმოაჩინა, რამაც თურქ გულშემატკივრებში აგრესიის გაღვივება გამოიწვია.

„გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინციდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.

როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მით უმეტეს ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.

გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით არ წყდებოდა მეორე მხარის მხრიდან შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაციები დამატებით ჩვენს გასაღიზიანებლად. თურქული მედიის მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით“, – აცხადებს შენგელია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!