TaoNews.Ge

თურქეთში უკრაინის საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილ უპილოტოებს ამზადებენ

თურქეთში უკრაინის საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილ უპილოტოებს ამზადებენ

თურქეთში უკრაინის საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილ “Bayraktar-TB2” ტიპის უპილოტოებს უკვე ამზადებენ და პირველ პარტიას უკრაინა 2021 წლის ბოლოს მიიღებს.

უკრაინის საზღვაო ძალებისთვის შეიძინეს სატელიტური ლინკის მქონე “ბაირაქტარის” ვარიანტი, რომელსაც 300 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია რეტრანსლატორის გარეშე.

საზღვაო ძალებისთვის “ბაირაქტარების” შეძენა უკავშირდება უკრაინული “Нептун”-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენას.

ბაირაქტარს” დაეკისრება საზღვაო აკვატორიის პატრულირება, დაზვერვა და საჭიროების შემთხვევაში “ნეპტუნის” ტიპის ფრთოსანი რაკეტისთვის საჭირო კორექციის მიცემა.

ფაქტობრივად უკრაინელები ანაცვლებენ ძვირადღირებულ მძიმე საპატრულო ავიაციას უპილოტო აპარატებით.

არსებობს Ан-178 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავის ბაზაზე საპატრულო თვითმფრინავის შექმნის პროექტი, თუმცა მისი ღირებულება და შექმნის ვადები ძალიან არასახარბიელოა, საპატრულო ავიაცია კი ახლა არის საჭირო.

შეგახსენებთ რომ უკრაინის საზღვაო ძალებისთვის “Нептун”-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსების პირველი დივიზიონი შეუკვეთეს, რომელშიც 6 გამშვები დანადგარი და 72 ფრთოსანი რაკეტა შევა.

დივიზიონის მიღებას ასევე 2021 წლის ბოლოს აპირებენ უპილოტოებთან ერთად.

Р-360 ტიპის რაკეტა წარმოადგენს რუსულ-საბჭოური Х-35 “Уран”-ის უკრაინულ კლონს და ორიგინალს აღემატება თავისი გაბარიტებით (სიგრძე).

რაკეტა აღჭურვილია აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების თავაკით, ინერციული ნავიგაციის სისტემით და GPS კორექციით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!