TaoNews.Ge

ერდოღანი მთიან ყარაბაღში ჩასვლას გეგმავს

თურქეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმს“ არ აღიარებს

თურქეთი არ აპირებს „რეფერენდუმების“ აღიარებას, რომელსაც რუსეთი უკანონოდ ატარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ NTV თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალურ წარმომადგენელზე იბრაჰიმ კალინზე დაყრდნობით წერს.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პოზიცია ყირიმთან, ჩვენ არ ვაღიარებთ რეფერენდუმის გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც რუსეთს სურს. რუსეთს სურს ვაჭრობა, ნაწილების გადალაგება. ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ ომში“, – განაცხადა კალინმა.

კალინმა დასძინა, რომ თურქეთი მზად არის, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, 23-იდან 27 სექტემბრამდე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში „რუსეთთან შეერთების“ შესახებ ფსევდორეფერენდუმი იმართება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!