TaoNews.Ge

თურქეთის პოლიციამ 212 დემონსტრანტი დააკავა

თურქეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ტაქსიმის მოედანთან 212 დემონსტრანტი დააკავეს, – ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეების დაკავება ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს და „კომენდანტის საათის“ დარღვევას უკავშირდება.

სააგენტოს განცხადებით, 20 დემონსტრანტი, ასევე, დააკავეს დასავლეთ ქალაქ იზმირში.

თურქეთის პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტამბოლსა და ანკარაში პოლიციამ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გადაღება აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!