TaoNews.Ge

“პუტინის დროიდან დაიწყო დიდი წნეხი მედიაზე”-   200 ჟურნალისტის წერილი კრემლს

თუკი უკრაინა იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს“, ის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის მომავალს-პუტინი

„თუკი უკრაინა იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს“, ის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის მომავალს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „Россия 24-ის“ ეთერში განაცხადა.

„დღევანდელი ხელმძღვანელობა კიევში უნდა აცნობიერებდეს, რომ თუკი ასეთივე სულისკვეთებით გააგრძელებენ, მაშინ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ და თუკი ეს მოხდება, ეს სრულად მათ სინდისზე იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, „რუსული საზოგადოების შერყევის“ მცდელობები შეინიშნება:

პუტინმა აღნიშნა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის სავარაუდო შედეგები, თუ ეს მოხდება, „ყველასთვის გასაგები იქნება“.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები ომში „მომავლისთვის“ იბრძვიან.

პუტინს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი ჯარი უკრაინასთან ბრძოლაში „ყველა დავალებას წარმატებით შეასრულებს“.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ „უკვე განადგურებულია უკრაინის თითქმის მთლიანი ინფრასტუქტურა და საჰაერო თავდაცვის ლიკვიდაცია პრაქტიკულად დასრულებულია“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „ომის გამოცხადებას ჰგავს“, მაგრამ აქამდე {რუსეთამდე} ჯერ არ მოსულა“.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!