TaoNews.Ge

თიკა მახალდიანი – “ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა.მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა” –  სირთულეები, რომელიც  “ფეისბუქზე” ატვირთულ ფოტოს მოჰყვა

მომ­ღე­რა­ლი თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში, “ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი“, სა­უბ­რობს იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს მოჰ­ყვა. სა­უ­ბა­რია ქორ­წი­ლის შემ­დეგ, სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­და­ღე­ბულ თი­კა­სა და მისი მე­უღ­ლის ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა.

თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის თქმით, ყო­ვე­ლი­ვეს გამო ისე ინერ­ვი­უ­ლა, რომ “მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა.“

“არ ვე­ლო­დი, რომ ამ ფო­ტოს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და. ნა­ხევ­რად მე­ძი­ნა და ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი მე­სა­მე თვე­ში ორ­სუ­ლად, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე და დავ­წე­ქი, მე­ძი­ნე­ბო­და. ჩემ­მა მე­უღ­ლემ თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის­თვის გა­და­ი­ღო ეს ფოტო და გა­უგ­ზავ­ნა და თან და­უ­დია ფე­ის­ბუქ­ზე. დი­ლასფე­ის­ბუქ­ზე“ რომ შე­ვე­დი, მხვდე­ბა რა­ღაც კოშ­მა­რი და მარ­თლა ძაან გა­მიკ­ვირ­და, დღემ­დე მიკ­ვირს, იქ­ნებ მე ვცდე­ბი და მარ­თლა რა­ღაც სა­გან­გა­შო არის ამა­ში, არ ვიცი.

მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე.არ დამ­თავ­რდა ეს, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და.მე­სენ­ჯერ­შიც რომ გწე­რენ, ღა­და­ო­ბენ, დაგ­ცი­ნი­ან, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე მოკ­ლედ და ძა­ლი­ან მალე მო­მე­შა­ლა მუ­ცე­ლი. ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და ქორ­წი­ლის შემ­დეგ.

რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და ორი­ვეს (გუ­ლის­ხმობს მე­უღ­ლეს), რა­ღაც პე­რი­ო­დი და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. გა­ვუბ­რაზ­დი ფო­ტოს ატ­ვირ­თვის გამო, მაგ­რამ ნუ რა იცო­და, რომ ასე­თი რა­ღაც მოჰ­ყვე­ბო­და“, – ამ­ბობს მა­ხალ­დი­ა­ნი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!