TaoNews.Ge

„თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ“ – საპატრიარქო მკვლელობაში ბრალდებული ბერის შესახებ

ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულმა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.  მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- აცხადებენ საპატრიარქოში.

ცნობისთვის, გუშინ ბორჯომში კრიმინალურ გარჩევას ერთი პირის- ლევან ნამგალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!