TaoNews.Ge

ყირიმში სამხედრო ტექნიკის გადასროლა სომხეთიდანაც დაიწყო

თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა, არავინ გადარჩენილა

წინასწარი მონაცემებით, ან-26 ტიპის თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა, არცერთი მგზავრი არ გადარჩენილა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მათ საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენელმა განუცხადა.

მანამდე, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, ან-26 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!