TaoNews.Ge

თენგიზ ცერცვაძე – ვვარაუდობთ, რომ 15 მარტიდან ვაქცინაციას დავიწყებთ

თენგიზ ცერცვაძე – ვვარაუდობთ, რომ 15 მარტიდან ვაქცინაციას დავიწყებთ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა, დიდი ალბათობით ორშაბათიდან დაიწყება.

“ჩვენ მომარაგებული გვაქვს უკლებლივ ყველა მედიკამენტი და აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ ერთეული შემთხვევები მოხდა გართულებების და მათ შორის, ალერგიული გართულების”-ამბობს ცერცვაძე

მისი განცხადებით, შერჩეული კლინიკები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკით, მედპერსონალი კი გადამზადებულია ერთი მხრივ ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, მეორე მხრივ კი შესაძლო გართულებების მართვისთვის.

„ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია უკვე ის კლინიკები, სადაც იქნება ვაქცინაციის საიტები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იქნება ინფექციური საავადმყოფო. სივრცის მოწყობა მოხდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ისევე როგორც ინვენტარისა და აღჭურვილობის.

რაც შეეხება დაწყებას, მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდგომ. შაბათს ელოდებიან რომ შემოვა, განბაჟებასა და აუცილებელ პროცედურებს დასჭირდება ერთი ან ორი დღე და ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!