TaoNews.Ge

თენგიზ ცერცვაძე – დიდი იმედი მაქვს, გაერთიანებული ღონისძიებებით – ვაქცინა, პირბადე, სოციალური დისტანცია და ანტივირუსული მედიკამენტი, წლის ბოლოსთვის პანდემია იქნება დამარცხებული

თენგიზ ცერცვაძე – დიდი იმედი მაქვს, გაერთიანებული ღონისძიებებით – ვაქცინა, პირბადე, სოციალური დისტანცია და ანტივირუსული მედიკამენტი, წლის ბოლოსთვის პანდემია იქნება დამარცხებული

,,არის ძალიან დიდი გარანტიები, რომ 2-3 კვირიანი დაგვიანების ეპიზოდი არასასიამოვნო მოგონებად დარჩება და ეს არ მოახდენს სერიოზულ გავლენას პანდემიის დინამიკაზე, მითუმეტეს მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია, – განაცხადა მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

„ვაქცინა არის პანდემიის შეჩერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ როდესაც ვაქცინა შემოვა, მხოლოდ მის იმედზე არ ვიყოთ. ყველა ის მეთოდი პანდემიასთან ბრძოლის, რომელსაც აქამდე ვუწევდით რეკომენდაციას, რჩება. არცერთ ქვეყანას, თვით ისრაელსაც კი, 1 წუთითაც არ შეუწყვიტავს სხვა ღონისძიებების გატარება.

მარტო ვაქცინაცია საკმარისი არაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველას ვაქცინაციას ვერ მოახდენ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილი არ გაიკეთებს ვაქცინას. ასევე, ბავშვებს ვაქცინა არ უკეთდება. ამასთან, ვაქცინა არ იძლევა 100%-იან დაცვას და რაღაც ნაწილს ვაქცინირებულისას, მაინც დაემართება ეს ინფექცია და არაა ცნობილი, რამდენ ხანს შენარჩუნდება ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!