TaoNews.Ge

თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა – მინისტრის სამი მოადგილიდან ორი მანამდე იუსტიციის სისტემის მაღალჩინოსანი იყო

თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა – მინისტრის სამი მოადგილიდან ორი მანამდე იუსტიციის სისტემის მაღალჩინოსანი იყო

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი სამი მოადგილე წარადგინა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე იქნება, რომელიც სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის და პრესსპიკერის თანამდებობებს და იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში.

კულტურის მინისტრის მოადგილეები იქნებიან ასევე: სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია.

სოსო გიორგაძე, ახალი უფლებამოსილების შესრულების დაწყებამდე, 1 აპრილამდე დარჩება იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. წულუკიანის თანახმად, გიორგაძე ახალგაზრდობის საკითხებს უხელმძღვანელებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.

იოსებ ბაღათურია  წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და ხელმძღვანელობდა აღასრულების ეროვნულ ბიუროს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!