TaoNews.Ge

“მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის”- წულუკიანი

თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე – ჩვენ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები – შეგვიძლია ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში დავეხმაროთ

ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა.

მან ასევე აქციის მონაწილეებს ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის შექმნის მიზნით დახმარება შესთავაზა.

„თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხება თვითონ საქმეს, (იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე) კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს წარმოგიდგენთ თქვენ, საზოგადოებას, სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. ეს მუზეუმი, ათეული წლები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში იყო გამოწვევა და დღესაც არის. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!