TaoNews.Ge

თბილსერვის ჯგუფი – თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების ქურდობის ფაქტები ფიქსირდება

თბილსერვის ჯგუფი – თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების ქურდობის ფაქტები ფიქსირდება

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა”, – ამის შესახებ კომპანია “თბილსერვის” ჯგუფი აცხადებს.

კომპანიის თქმით, ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

“ღია ჭები საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფისთანამშრომლების მიერ ჭების დახურვის პროცესი მიმდინარეობს”, – აცხადებენ თბილსერვის ჯგუფში

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!