TaoNews.Ge

თბილისში სოდომისტების ბილწ კლუბად ქცეული მართლმადიდებლური ტაძარი

თბილისში სოდომისტების ბილწ კლუბად ქცეული მართლმადიდებლური ტაძარი

ერთ დროს, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, ვანო სარაჯიშვილისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების შესაყარზე (უწინდელი ფოსტის მოედანი) მდებარეობდა დიდი წმიდა მამის, თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის (+1696) სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, რომელშიც დღეს, ქართული საზოგადოების სასირცხვილოდ, მამათმავლების კლუბია გახსნილი და წმიდა ადგილი უწმინდურთა თავშეყრის ადგილი გამხდარა….

XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისის მაცხოვრებლების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ეკლიანი ხევის დასახლებაში (დღევანდელი ალ. გრიბოედოვისა და ვ. სარაჯიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია) ცხოვრობდა, მიმართა თბილისის მმართველობას თხოვნით ყურადღება მიექციათ მათი ქუჩებისათვის, რადგან ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო უამრავი დუქანი და საეჭვო რეპუტაციის სახლი. დუქნებიდან გამოსული მთვრალი ხალხი ბევრ პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეისმინა მოსახლეობის თხოვნა, მოქალაქეებმა თხოვნა საქართველოს ეგზარქოსს ვლადიმერს გაუგზავნეს, რათა მათ უბანში გახსნილიყო სამლოცველო სახლი. 1896 წლის 8 დეკემბერს ეგზარქოსისაგან მოსახლეებმა კურთხევა მიიღეს წმ. თეოდორე ჩერნიგოველის სამლოცველო სახლის გახსნაზე.

თბილისელმა ქალბატონმა ზოსიბერგმა უსასყიდლოდ დაუთმო სასულიერო პირებს თავისი სახლის სამი ოთახი, თუმცა ეს სამი ოთახი ძალიან მალე არასაკმარისი აღმოჩნდა მრევლისათვის. ამიტომ, ეგზარქოს ვლადიმერის გადაწყვეტილებით ამ სამ ოთახს მიემატა კიდევ ხუთი ოთახი: ერთი მოძღვრისათვის, ერთი ოთახი ბიბლიოთეკისათვის და სამკითხველოსათვის, მესამე ოთახი ხატმწერებისათვის, ხოლო ბოლო ორი ოთახი უმწეოთა თავშესაფრად და სასადილოდ. ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა მღვდელი იასონ ლაბაძე, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა მრევლს.

ეკლესია 1899 წლიდან თბილისის ეპარქიის სასულიერო-საგანმანათლებლო საძმოს მფარველობაში გადადის. საძმოს გადაწყვეტილებით სამლოცველოს გაუკეთდა რემონტი. სამივე ოთახი გააერთიანეს და დადგეს კაკლის ხის კანკელი. შენობა გარედანაც შეკეთდა.

1900 წლის 12 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიიდან დაიწყო მსვლელობა, მოაბრძანებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელიც საქართველოს ეგზარქოსმა შესწირა წმიდა თეოდორე ჩერნიგოველის ეკლესიას. პროცესიას მოჰყვებოდა უამრავი ხალხი. პირველი წირვა ახლადგარემონტებულ სამლოცველო სახლში აღავლინა გორის ეპისკოპოსმა კირიონმა. ამ პერიოდიდან სამლოცველომ მიიღო კარის ეკლესიის სტატუსი.

ამავე პერიოდიდან იწყება მისიონერების საძმოს ზრუნვა კარის ეკლესიის ახალ დამოუკიდებელ შენობაში გადატანაზე. ახალი დამოუკიდებელი შენობისათვის აირჩა თავად ეკატერინე ხიმშიაშვილის მიწის ნაკვეთი. ხიმშიაშვილებმა თანხმობა განაცხადეს გადაეცათ საძმოსათვის მიწის ნაკვეთი ეკლესიის ასაშენებლად, სანაცვლოდ კი მოითხოვეს ვერის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მათთვის გამოყოფილიყო საგვარეულო საძვალე. 1901 წელს შედგა შეთანხმება და საძმოს გადაეცა მიწის ნაკვეთი ახალი ეკლესიის ასაშენებლად.

ეკლესიის ასაშენებელი თანხები ყოფილი საქართველოს ეგზარქოსის და შემდგომ მოსკოვის მიტროპოლიტის ვარლაამის ინიციატივით შეგროვდა მოსკოვის 27 ეკლესიაში. ასევე ეკლესიის ასშენებლად თანხები გაიღეს მოსკოვში მცხოვრებმა რუსმა დიდგვაროვნებმა. 1904 წელს ინჟინერმა კ. ანტონოვმა შეადგინა ასაშენებელი ეკლესიის პროექტი.

თუმცა, იმ პერიოდში თბილისში არსებული არეულობების გამოე კლესიის მშენებლობის დაწყება 1905 წლის შემოდგომამდე ვერ მოხერხდა. მშენებლობა დაიწყო 1906 წლის 16 აპრილს. საძირკვლის კურთხევას სამღვდელოებასთან ერთად დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი თავადი ე. ვორონცოვ-დაშკოვი მეუღლითურთ. ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობდა გენერალ-ლეიტენანტი გ. ხიმშიაშვილი და საძმოს თავმჯდომარე ს. გოროდცევი. მაგრამ, სახსრების უქონლობის გამო მშენებლობა მალევე შეჩერდა. ეკლესიის მშენებლობა 1909 წელის 4 ოქტომბერს დასრულდა და ის 1910 წლის 4 აპრილს აკურთხეს. ეკლესიაში ქადაგებდნენ სასულიერო სემინარიის რექტორები არქიმანდრიტები სერაფიმე და გერმოგენი, მღვდლები ი. ლაბაძე, ე. ჯაოშვილი, დ. ბიგულოვი და სხვები.

ეკლესიასთან გახსნილი იყო საკვირაო სკოლა, სადაც ღარიბი ოჯახის ბავშვებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ხელსაქმეს. ამავე წლიდან ეკლესიასთან გაიხსნა ხატწერის სახელოსნო, რომელშიც ასწავლიდა ხატმწერი ნიკოლაი ანდრეევი. ასევე აღსანიშნავია, რომ ღარიბი ოჯახების ბავშვებისათვის აწყობდნენ ლიტანიობას, დაჰყავდათ სხვადასხვა ეკლესიებში, სიონში, მცხეთის სვეტიცხოველში, აჩვენებდნენ სიწმინდეებს.

ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა XX საუკუნის 20-იანწლებში. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში განთავსებული იყო თბილისის ისტორიის მუზეუმი, ჭადრაკის სასახლე და სხვა და სხვა ორგანიზაციები.

წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის ეკლესია მდებარეობდა დღევანდელი ვ. სარაჯიშვილის ქუჩის № 2–ში.

ამჟამად ეკლესიის შენობაში გახსნილია მამათმავლების გარყვნილი კლუბი “გალერი”. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ კლუბში ეწყობა ორგიები, ეს კლუბი წარმოადგენს ახალგაზრდებში ნარკოტიკების გავრცელების ერთ-ერთ ადგილსაც (რასაც ცხადყოფს ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩტარებული სპეცოპერაცია და მას მოყოლილი მოვლენები).

წყარო-zneoba.ge

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!