TaoNews.Ge

თბილისი მეწყერის საშიშროების წინაშე დგას – სეისმოლოგების საგანგაშო პროგნოზი

თბილისი მეწყერის საშიშროების წინაშე დგას – სეისმოლოგების საგანგაშო პროგნოზი

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს.

გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე  დაიწყო უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირება, რადგან უზარმაზარ ფერდზეა საუბარი. წვიმიანი ამინდები ფერდის სრულად მოწყვეტას დააჩქარებს,  ხოლო სრულად მოწყვეტის შემდეგ  ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, რომლის შემდეგაც, ჯერ შეაგუბებს და მერე ერთიანად დაარტყავს ორივე სანაპიროს რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება.

“აუცილებლად ჩამოვა, ამის გაჩერება შეუძლებელია ” – წერს სოცილაურ ქსელში  სეისმოლოგი თეა გოდოლაძე
“რა ვქნა ახლა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო ? 3 წლის წინ გავიდა სიუჟეტი თუ არ ვცდები. არ შეიძლება ამ ფერდზე ამხელა შენობები და დატვირთვა! გეოლოგია მეცნიერებაა, მიკროზონირებაა საჭირო ! გამოუჭრეს ძირი და დაძრეს მეწყერი! იგივე ელის ბაგებს, ვაკეს!”- წერს თეა გოდოლაძე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!