TaoNews.Ge

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დააზიანეს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დაზიანებულია. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის სახლთან პერიოდულად გაურკვეველი წარმომავლობის ავტომობილები ჩერდებიან და გარკვეული დროით დგანან. დღეს, მორიგი მსგავსი შემთხვევის დროს, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა თამარის მანქანა დააზიანეს.

“ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. იქვე არის ვიდეო სათვალთვალო კამერა. ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!