TaoNews.Ge

“ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში”- პრეზიდენტი გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე

ზურაბიშვილი: მეორე ფრონტი არის ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის საერთო თემა

,,გარკვეული სიფრთხილე მესმის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არასდროს ვიყავი მომხრე, არც სააკაშვილის პერიოდში, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მერე ოპოზიციაში და არც დღეს ტყუილად რაღაც ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების ნებისმიერი ქვეყნისთვის ან ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, არც ევროპარლამენტისთვის და არც რუსეთისთვის. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის და ვინ კიდე – ყველას სახელები არ ვიცი. ეს ხომ უნდა იყოს ყველასთვის ძალიან გასაკვირი. რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვიწვევდნენ რამე ომში.”

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი tv პირველის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!