TaoNews.Ge

“ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ იყოს ლიდერი” – მეუფე სტეფანე

“ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ იყოს ლიდერი” – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ გაუწყინარის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ქადაგებისას ქალის ბუნებაზე ისაუბრა და გამოთქვა აზრი, რომ ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ იყოს ლიდერი „არ არის საჭირო ქალის როლის წინ გამოტანა, როგორც რაღაც განსაკუთრებული უფლება.

“როდესაც ქალი დგება ისეთ ადგილას, რომელიც მისთვის ბუნებრივი არ არის და იწყებს ოჯახში მბრძანებლობას – შენ რაღაც ასე გააკეთე.

როდესაც კაცი ყველაფერში ქალს ემორჩილება და ყველაფერს უკეთებს, ის ქალი იმ კაცით აღარ კმაყოფილდება. გარეთ ეძებს ისეთ კაცს, რომელიც მას არ დაემორჩილება და რომელიც იქნება მისი პატრონი. ზოგადად ქალი შინაგანად არ არის ისე განწყობილი, რომ იყოს ლიდერი. მას ლიდერობა აქვს ბავშვებში, ოჯახურ სითბოში.

მაგრამ მისი ლიდერობა, როგორც ოჯახის მარჩენალი, ოჯახის გეზის წამყვანი მძიმე ტვირთია ქალზე. თვითონ ქალს უყვარს, როდესაც თავს გრძნობს მშვიდად და მყუდროდ.კაცი უამრავი საქმისგან დაღლილი და დაქანცული სახლში, რომ მიდის ფიქრობს, რომ დახვდება ოჯახური სითბო. ქალმა თუ დაუწყო ჩემი უფლება, შენი უფლება, წავა და უფრო თბილ ადგილს მოძებნის,“ – განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!