TaoNews.Ge

ზელენსკი – „უკრაინა გადახედავს ბირთვულ შეიარაღებაზე უარის თქმის ხელშეკრულებას“

ზელენსკი – „უკრაინა გადახედავს ბირთვულ შეიარაღებაზე უარის თქმის ხელშეკრულებას“

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით, და განაცხადა, რომ ის იწვევს მოლაპარაკებების მაგიდასთან ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილეებს.

ამ მემორანდუმით, უკრაინა უარს აცხადებდა თავის წილ ბირთვულ შეიარაღებაზე, ხოლო მისი უსაფრთხოების გარანტად დგებოდნენ აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი.

„მე გამოვდივარ ინიციატივით, დაიწყოს კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის ჩარჩოებში. მისი მოწვევა უკვე დაევალა ჩემი მხრიდან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თუ კვლავ ეს კონსულტაციები არ შედგება, მაშინ მივიჩნევთ, რომ ეს მემორანდუმი აღარ არის გარანტია უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ამის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს ექნება სრული უფლება, მიიჩნიოს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და ყველა გადაწყვეტილება,  მიღებული 1994 წელს, ეჭვქვეშ დადგება“ – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მიუნხენის კონფერენციაზე.
ცნობისათვის, ბუდაპეშტის მემორანდუმი ავალდებულებდა უკრაინას უარი ეთქვა  ატომურ შეიარაღებაზე, ხოლო სხვა მონაწილეებს  – აშშ, რუსეთი, ბრიტანეთი, ვალდებულს ხდიდა, ყოფილიყვნენ გარანტორები უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!