TaoNews.Ge

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები უკრაინის ნატოში შეყვანისთვის მზად არ არიან, რადგან რუსეთს უკრაინის ნატოში ყოფნა არ სურს, მაშინ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა შეიმუშაონ

საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაიწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს წევრებს მოუწოდა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა დააწესონ რუსული საჰაერო ძალების შესაჩერებლად და აღნიშნა, რომ ეს იქნება პრევენციული ზომა, რომელიც ალიანსის რუსეთთან ომში ჩათრევას არ ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, თუ ნატო უკრაინის ალიანსში წევრობის პერსპექტივების კარს დახურავს.

„თუ ჩვენი პარტნიორები უკრაინის ნატოში შეყვანისთვის მზად არ არიან, რადგან რუსეთს უკრაინის ნატოში ყოფნა არ სურს, მაშინ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა შეიმუშაონ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომ ჩვენი საზღვრები დაცულია, გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ყველა ჩვენს მეზობელთან, სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს და გვაქვს გარანტიები, რომლებიც გვაძლევენ უსაფრთხოებას, ისინი ამის გარანტიას იურიდიულად გვაძლევენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ რუსული ჯარი ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან იქნება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!