TaoNews.Ge

ზელენსკიმ პუტინი შანტაჟში დაადანაშაულა და მასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ზელენსკიმ პუტინი შანტაჟში დაადანაშაულა და მასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებას უკრაინის საზღვართან შანტაჟი უწოდა. ამის შესახებ akzent.zp.ua იუწყება.

ზელენსკის თქმით, 2021 წლის უკრაინა 2014 წლის უკრაინისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და მას ჯარი და ქვეყნის დამცველები ჰყავს. ასევე ზელენსკიმ დონბასში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

„უკრაინის საზღვართან რუსეთმა დიდი რაოდენობით ჯარის კონცენტრაცია მოახდინა. რუსეთი ამას წვრთნებს უწოდებს. დანარჩენი მსოფლიო კი შანტაჟს. უკრაინელები უნდა მიხვდნენ, რომ საფრთხე მარტო რუსული ჯარისგან არ მოდის, საფრთხე არის იმაშიც, თუ როგორ ვრეაგირებთ ამ ამბავზე.

ჩვენს ემოციებს. უკრაინას ამჟამად ილუზიები აღარ აქვს, მას კარგად ესმის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ – მტერი. უკრაინას საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერა აქვს. უკრაინას და რუსეთს საერთო წარსულის მიუხედავად, მომავლის განსხვავებული ხედვა აქვს. ჩვენ – ჩვენ ვართ. თქვენ – თქვენ ხართ.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 20 აპრილს რუსეთმა ყირიმში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.

წყარო : Pia.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!