TaoNews.Ge

“რუსეთი შავ ზღვაში ნატო-ს გაძლიერებას ადეკვატურად უპასუხებს”- ზახაროვა

ზახაროვა: მოსკოვი ევროკავშირის მისიას სომხეთში განიხილავს, როგორც რეგიონიდან რუსეთის განდევნის მცდელობას

ევროკავშირი ეშმაკობს და ხაზს უსვამს სომხეთში ევროკავშირის მისიის ჰუმანიტარულ ხასიათს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ზახაროვას კომენტარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს ფეხი მოიკიდოს რუსეთის მოკავშირე სომხეთში. მისი თქმით, რუსეთი ამ მცდელობებში ხედავს მხოლოდ გეოპოლიტიკურ ფონს, რომელიც შორს არის ამიერკავკასიაში ურთიერთობების რეალური ნორმალიზაციის ინტერესებისგან.

„ხაზს უსვამენ რა ახალი მისიის მხოლოდ სამოქალაქო ხასიათს, ევროკავშირის წარმომადგენლები ეშმაკობენ. ის ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობით ვითარდება”, – განაცხადა ზახაროვამ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რეგიონიდან რუსეთი განდევნონ და შეასუსტონ მისი, როგორც უსაფრთხოების მთავარი გარანტის, ისტორიული როლი. ზახაროვამ აღნიშნა, რომ ამავე დროს, იგნორირებულია ბაქოს მიერ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი შეფასებები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვის აზრით, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძირითად ფაქტორად ახლო მომავალში დარჩება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის შეთანხმებების ერთობლიობა.

ევროკავშირმა დაიწყო სამოქალაქო მისიის მუშაობა, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს განთავსდება. მისიის ექსკლუზიურად სამოქალაქო პერსონალის საერთო რაოდენობა იქნება დაახლოებით 100 ადამიანი, მათ შორის 50-მდე უიარაღო დამკვირვებელი.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის მცდელობამ, ნებისმიერ ფასად მოიკიდოს ფეხი სომხეთში, შეიძლება დააზიანოს სომხებისა და აზერბაიჯანელების ფუნდამენტური ინტერესები, გაამწვავოს არსებული წინააღმდეგობები და რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირება მოიტანოს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!