TaoNews.Ge

არჩევნებზე უარეს შედეგს ველოდი, მაგრამ ალბათ ითამაშა თავისი როლი ჩემი შვილის აქ ყოფნამ – გიული ალასანია

ვფიქრობ, ეს აქციები, რომლებიც ტარდებოდა, არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც. იმიტომ რომ მოედანზე იდგა ის თაობა-გიული ალასანია

“ვფიქრობ, ეს აქციები, რომლებიც ტარდებოდა, არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც. იმიტომ რომ მოედანზე იდგა ის თაობა, რომელიც მიშას თაობაა. ეს ის თაობაა, რომელსაც მერხებზე ხვდებოდათ ლეპტოპები.
სრულიად სხვა პირობებში გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები. ზოგიერთი ისეთი ასაკისაა, რომ 2007 წლის შემდეგ გაიზარდნენ უფრო: როცა მაინცდამაინც კარგი აღარაფერი ესმოდათ, იმიტომ რომ პროპაგანდა სრულიად განსხვავებული იყო. და მერე უკვე, 2013 წლის შემდეგ – მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა დატოვა ქვეყანა, მით უმეტეს ისეთი შავი პიარი იყო გავრცელებული.
ყველაფრის მიუხედავად ესენი არიან თაობა, რომელსაც არ უნახავთ რუსეთი – ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს. არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში ბევრმა არც კი იცის რუსული. არ აქვთ სურვილი, რომ დაბრუნდნენ საბჭოთა კავშირში, რომლისგან გათავისუფლებას 70 წელი ვცდილობდით”. – ამბობს გიული ალასანია TV პირველის ეთერში

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!