TaoNews.Ge

ვრცელდება სრულიად საქართველოს პატრიარქის მიმართვა ერისადმი

ვრცელდება სრულიად საქართველოს პატრიარქის მიმართვა ერისადმი

პატრიარქმა მრევლს დიდ მარხვაში კურთხევა მისცა, შვიდგზის ლოცვები წაიკითხონ და სასულიერო პირებს კი მცირე აიაზმა ეკლესიაში ყოველდღე შეასრულონ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის შესრულების შემდეგ განაცხადა.

“გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვები. იქ, ფსალმუნში და ლოცვებში მოცემულია დიდი მადლი. სასულიერო პირებს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველ დღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ მადლს მოგვცემს და მოხდება სულიერი განწმენდა ჩვენი ხალხისა. ჩვენი მორწმუნე ხალხი უნდა მივიდეს მოძღვართან და სთხოვოს ვრცელი აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალი ერსა თვისასა და აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენს ოჯახებში საქართველოში და მთელ მსოფლიოში” – პატრიარქი ილია მეორე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!