TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი – განა ასეთი ნატო გვინდოდა? – ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო

ვოლოდიმირ ზელენსკი – სანქციების ფონზე რუსეთს გაუჭირდება არსენალის შევსება

რუსეთის არმიას გაუჭირდება რაკეტების, ვერტმფრენების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის არსენალის შევსება საერთაშორისო სანქციების ფონზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„რუსეთის არმია არ ანელებს უკრაინის წინააღმდეგ რაკეტების გამოყენებას, თუმცა უნდა აცნობიერებდეს, რომ არსებული სანქციების პირობებშიც კი უკიდურესად რთული იქნება მისი სარაკეტო მარაგის აღდგენა.

იმპორტის გარეშე ამასაც ვერ გააკეთებენ. როდესაც სანქციების გვერდის ავლით ყველა ხარვეზი დაიხურება და კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაწესდება, რუსეთის სარაკეტო შესაძლებლობების აღდგენა არარეალური იქნება. მსგავსი პროცესი სხვა რუსულ იარაღთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს. სანქციების ქვეშ ახალი არტილერიის, თვითმფრინავების, ახალი ვერტმფრენების და კრეისერების წარმოება რუსეთისთვის რთული ამოცანა იქნება“, – დასძინა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!