TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სი ძინფინგი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი უკრაინაში კიდევ ერთხელ მიიწვია. ამის შესახებ მან  associated press-თან ინტერვიუში აღნიშნა.

“ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ [უკრაინაში]. მე მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებამდე მასთან კომუნიკაცია მქონდა, თუმცა გასული წლის განმავლობაში, წელიწადზე მეტია აღარ გვისაუბრია”. – თქვა ზელენსკიმ.

კითხვაზე, მიიღებს, თუ არა მოწვევას სი ძინფინგი, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაო ნინგმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, მისი თქმით, პეკინი ურთიერთობას ინარჩუნებს ყველა იმ მხარესთან, რომელიც კონფლიქტით დაინტერესებულია, მათ შორის თავად უკრაინასთან.

მანამდე, 25 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას ჩინეთის ლიდერთან სი ძინფინგთან შეხვედრა სურს.

“ჩინეთისგან შუამავლობის წინადადება არ მიმიღია. არ მიმიღია შეხვედრის წინადადება. მე ასევე დიპლომატიური არხებით გავეცი პირდაპირი მესიჯები, რომ მსურს დაველაპარაკო ჩინეთის ლიდერს”. – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოთქვა ჩინეთის 12-პუნქტიან წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა” პირველადი მნიშვნელობის უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!