TaoNews.Ge

ვლადიმერ პუტინი 22 მარტს,რუსული ვაქცინით აიცრება 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერების მიმართვა რუსეთისადმი მათი სუვერენიტეტის აღიარებისა და სახელმწიფო სათათბიროს დადგენილების მოთხოვნით“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარების თხოვნით მიმართეს.

რამდენიმე დღის წინ კი რუსეთი დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!