TaoNews.Ge

ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს-ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი – აშშ-ს და ნატოს წერილობით პასუხებში რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო – გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები “იგნორირებული იყო”.

„უკვე ნათელია, მე ვაცნობე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“.

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში [ნატოს] ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.

პუტინის თქმით, ნატოს ჰქონდა დაპირება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა არცერთი ინჩით. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი.

​”მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!