TaoNews.Ge

ვლადიმერ ზელენსკი – დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? პირდაპირ ვკითხე, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვლის ღამით გახმიანებული მიმართვისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების პოზიციებსა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველას ეშინია, პასუხი გასცეს კითხვას, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხდა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და ამას მხოლოდ სიტყვით არ აკეთებენ.

“თუმცა, მეორე საკითხია — მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დაცვისას. ვინ არის მზად, იბრძოლოს ჩვენთან ერთად? მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ ასეთ ხალხს. ვინ არის მზად უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? გულწრფელად [რომ ვთქვათ], ყველას ეშინია…” — დასძინა ზელენსკიმ.

მისივე სიტყვებით:

“დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვისგან, რომ მათ ასე თუ ისე, სურთ საუბარი უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე. ვეუბნები ყველა პარტნიორს, ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ვეკითხები მათ – ჩვენთან ხართ? გვპასუხობენ, რომ კი. მაგრამ თავისთან ალიანსში მიღებისთვის მზად არ არიან.

მე ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. არ მპასუხობენ, ყველას ეშინია. ჩვენ არ გვეშინია. არ გვეშინია რუსეთთან ლაპარაკის, არ გვეშინია ჩვენი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრის. არ გვეშინია საუბრის ნეიტრალურ სტატუსზე. მაგრამ რა უსაფრთხოების გარანტია გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ მათ?” — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!