TaoNews.Ge

ვის აცრიან პირველ ეტაპზე საქართველოში – მინისტრ ტიკარაძის განმარტება

ვის აცრიან პირველ ეტაპზე საქართველოში – მინისტრ ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რომ ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები.

მინისტრის მტკიცებით, ვაქცინაციისთვის მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

„თქვენ იცით, რომ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომელიც ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ – დანარჩენი რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში ვაქცინა გადანაწილდება დიდ ქალაქებში, რომელთა ჩამონათვალიც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება. ჩვენ მივყვებით არსებულ გეგმას, რომელიც უკვე გასაჯაროვებულია“, – განაცხადა მინისტრმა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!