TaoNews.Ge

“ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას დაბადების დღეზე ,იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში უკვე ასეთი შეუმდგრები რომ ხართ!”

მსახიობისა და ტელეწამყვანის, გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მანქანა დააზიანეს – ფოტოებს მისი მეუღლე, ნათია ბანძელაძე ავრცელებს.

„ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას მანქანაზე გოგიჩას დაბადების დღეზე, იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში უკვე ასეთი შეუმდგრები რომ ხართ!

P.S. ამ მანქანაზე ყველაფერს უფრო მტკივნეულად აღვიქვამ, იმიტომ რომ მისია, იმიტომ დავჯექი და არ გავაფუჭე რომ სულ დარდობდა, როცა უკვე ვეღარ ატარებდა, ყოველ დილით სამსახურში რომ მაცილებდა, მთხოვდა, დაელაპარაკე რა და უთხარი, კი არ მივატოვეო…

მერე მკითხავდა – იყავი, ნახე, უთხარიო? აი ეს არის ჩემთვის ეს მანქანა, სიყვარულის და ადამიანობის სიმბოლო… და არა მანქანა “გლუშიტელი” თუ “კატალიზატორი”- წერს ნათია ბანძელაძე

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!